ღორის დაავადებების პრევენციის მიზნით, რაჭაში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

ღორის დაავადებების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე – ვასილ ბასილაძე, სააგენტოს ვეტერინარებთან ერთად, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სააგენტოს ვეტერინარებმა ფერმერების კითხვებს უპასუხეს და დეტალურად ისაუბრეს ღორის ინფექციური დაავდებებისგან დაცვის საკითხებზე.

“რაჭაში მეღორეობა ერთერთი ტრადიციული დარგია. დარგის განვითარების მთავარი წინაპირობა ვეტერინარული ღონისძიებების სწორად და ეფექტიანად განხორციელებაა. ამ მიზნით ვხვდებით მოსახლეობას, ფერმერებს, ვეცნობით არსებულ ვითარებას და  ვაწვდით ინფორმაციას დაავადებების პრევენციის შესახებ, რათა მათ დროულად უზრუნველყონ საკუთარი ცხოველის ვაქცინაცია, დაიცვან მოვლა/შენახვის აუცილებელი წესები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებასა და პროდუქტიულობის გაზრდას”, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სადაც სააგენტოს ვეტერინარებმა „კარდაკარის” პრინციპით ადგილობრივებს საინფორმაციო მასალებიც გადასცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები