აზერბაიჯანიდან საქართველოზე ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთში 3,5 ჯერ გაიზარდა

2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოზე გამავალმა ელექტროენერგიის ტრანზიტმა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით 82.2 გვტ.სთ შეადგინა. ტრანზიტის მოცულობა 3.5-ჯერა არის გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა, საგრძნობლად ჩამორჩება (34.0%-ით) 2016 წლის მაღალ დონეს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში – როგორც GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, მოხმარების კლების მიუხედავად, ელექტროენერგიის იმპორტი 2020 წლის პირველ ნახევარში წლიურად 26.5%- ითაა გაზრდილი.

2020 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა რუსეთიდან (ჯამური იმპორტის 47.1%) და აზერბაიჯანიდან (52.9%).
დოკუმენტის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტის ჯამურმა ღირებულებამ 31.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+12.4 წ/წ), ხოლო იმპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე – 3.9 აშშ ცენტი (-11.2% წ/წ).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები