1000 კომპიუტერი 1000 მრავალშვილიან ოჯახს – სამოქალაქო ორგანიზაცია – ,,შენმოქმედი” საქველმოქმედო ,,ფლი მარკეტს,, მართავს

სამოქალაქო მოძრაობა ,,შენმოქმედის” ფარგლებში, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად ახალი კამპანია იწყება. მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ,,სექტორი 3″ და ფონდი ,,პროდემოსი” უფასო ინტერნეტითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფს.

კამპანიაში უკვე ჩართულია არაერთი პარტნიორი ორგანიზაცია. ინტერნეტპროვაიდერი კომპანია მრავალშვილიან ოჯახებს 18 თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტს მიაწვდის. ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების: გიორგი კეკელიძის, გოგა ჩანადირის, თაკო ჩხეიძის, ქეთი ხატიაშვილისა და სხვების ჩართულობით, 5 სექტემბერს, დილის 11 საათიდან საქველმოქმედო ,,ფლი მარკეტი,, გაიმართება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს, შეიძინოს სხვადასხვა ნივთი და საკუთარი წვლილი შეიტანოს მრავალშვილიანი ოჯახების აუცილებელი ციფრული მოწყობილობების მიწოდებაში.
ღონისძიება სექტორი 3-ის ღია სივრცეში მოეწყობა, სადაც დამსწრეები კერძებისა და ღვინის დაგემოვნებას, სახალისო აქტივობებში ჩართვას, ფოტოსესიის მოწყობასა და ქართველი მომღერლების ლაივ კონცერტის მოსმენასაც შეძლებენ. მონაწილეობის მსურველებს მეტი ინფორმაციის მიღება ამ ,,ფეისბუქ,, event-დან შეუძლიათ.

„ერთად და ერთობით ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, გახდეს ,,შენმოქმედი” და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ღონისძიების გამართვის დრო: 5 სექტემბერი, 11:00 – 19:00

ღონისძიების გამართვის ადგილი: სექტორი 3, გიული ჭოხონელიძის 5

საკონტაქტო პირი: თიკუნა გუჩუა: t.guchua@sector3.ge, 577 261 358

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები