ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 426 დადასტურებული შემთხვევაა.
კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 10-ის კი – საშუალო სიმძიმის.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ დღე-ღამეში ვირუსის დამარცხება 3-მა ჰოსპიტალიზებულმა პაციენტმა შეძლო, ასევე, თვითიზოლაციაში მყოფმა 12-მა ადამიანმა.
სულ 153 გამოჯანმრთელებულია და 4 – გარდაცვლილი.