პაატა იმნაძე: ჩვენს ბავშვებზე რომ გავთვალეთ რისკები, ჯობს, უნიღბოდ იყვნენ, ისინი არ არიან იაპონელი ბავშვებივით მოწესრიგებულები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არაა, რომ სწავლა გადაიდოს. როგორც მან „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა, გათვლილი რისკების მიხედვით, ჯობს, რომ ბავშვებს პირბადე არ ეკეთოს.

„ჯერჯერობით, ისეთი არაფერი ხდება, რომ სწავლა გადაიდოს, სკოლები ემზადებიან და გამოქვეყნებულია ის წესები, რაც უნდა დაიცვან.

სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები არ არიან ისეთი მოწესრიგებულები, როგორიც, მაგალითად, იაპონელი ბავშვები არიან, რომლებიც სკოლაში ნიღბით დადიან. შეიძლება, ჩვენმა ბავშვებმა ის ნიღაბი ისე მოიხმარონ, რომ უარესი იყოს. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში დაბალკლასელებსაც უკეთიათ ნიღაბი, მაგრამ ჩვენს ბავშვებზე რომ გავთვალეთ რისკები, ჯობს, უნიღბოდ იყვნენ. მით უმეტეს, ახლა არ არის ქვეყანაში ისეთი სიტუაცია და ამიტომ აჯობებს, რომ დისტანცია იყოს მაქსიმალურად დაცული და სხვა პირობები, რაც არის გაწერილი,   იქნას დაცული სკოლებში იმისთვის, რომ ბავშვებმა თან ისწავლონ და თან რისკები იყოს კონტროლებადი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები