სოზარ სუბარი – სააკაშვილზე: მას საქართველოში ელოდება ქართული მართლმსაჯულება და ქართული პენიტენციური სისტემა

“სააკაშვილს საქართველოში ელოდება ქართული მართლმსაჯულება და ქართული პენიტენციური სისტემა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა რადიო “პალიტრას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოში აღიარა ის დანაშაულები, რასაც ქართული სასამართლო მას ედავება.

„ოპონენტებზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ არ შემიძლია, არ გამოვახმაურო რამდენიმე დღის წინ მათი ლიდერის მიერ გაკეთებულ აღიარებით ჩვენებას. ამით მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ დანაშაულებები, რომლებსაც მას საქართველოს მართლმსაჯულება ედავება, მართლაც ჩადენილი აქვს. კაცი გამოვიდა და თქვა – დიახ, მე ჩავდიოდი დანაშაულს, მაგრამ ასეთი დრო იყო და ეს ყველაფერი რეფორმებისთვის მჭირდებოდა და ახლა შევიცვლებიო.
დიახ, მას საქართველოში ელოდება ქართული მართმსაჯულება და ქართული პენიტენციული სისტემა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, საკაშვილს მართალია, აღარ ელოდება მატროსოვის დაწესებულება, მაგრამ ელოდება რუსთავის დაწესებულება, სადაც შეუძლია, დაისვენოს და თვალი გადაავლოს თავის განვლილ ცხოვრებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები