გიორგი ვოლსკი: რიმა ბერაძეს არასოდეს მოუკითხავს, ვინ ვისი მომხრეა, ჩვენ ყველას ვეხმარებით

„რიმა ბერაძის მიმართ რაიმე ბრალდების არ მჯერა. ყველამ, ვინც იცნობს ამ ადამიანს, ზუსტად იცის, რომ არასდროს მოუკითხავს – ვინ ვისი დამხმარეა, ვინ ვისი მომხრეა. პოლიტიკურად რა გემოვნება აქვს და თუკი რამე შეუძლია, მას მეც და ყველა ჩვენ, ვეხმარებით ყველას მიუხედავად იმისა „ლელოს” წევრია, „ლეიბორისტული პარტიის” თუ ნებისმიერი სხვა პარტიის. ეს არის რეალობა”, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოვისმინე საოცარი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ სოციალურად დაუცველ ადამიანს, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ასევე სარგებლობს უფასო სასადილოთი, თითქოს აიძულებენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოქმედებას. ლოგიკურადაც რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, არ არის ეს ადამიანი ისეთი, რომელმაც შეიძლება, დიდი დანაკარგი გამოიწვიოს „ქართულ ოცნებაში”, თუ ვთქვათ სხვა პარტიას უჭერს მხარს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები