ლუკაშენკოს მტკიცებით, ანგელა მერკელის განცხადება ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ფალსიფიცირებულია

ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, ქვეყნის სამხედრო დაზვერვამ ვარშავისა და ბერლინის სატელეფონო საუბარი მოიპოვა, რომლიდანაც ირკვევა, რომ მერკელის განცხადება ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით არის ფალსიფიკაცია.

ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში განაცხადა.

“გუშინ თუ გუშინწინ, ზუსტად არ მახსოვს, მერკელის გამოსვლამდე, სადაც მან თქვა, რომ ნავალნის გაჩუმება უნდოდათ, საუბარი მოვისმინეთ.

როგორც გვესმის, ვარშავა ესაუბრებოდა ბერლინს. ხაზზე ორი აბონენტია. ჩვენმა რადიოელექტრონულმა სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა. საინტერესო საუბარი მოვიპოვეთ, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფალსიფიკაციაა. ნავალნის მოწამვლა არ ყოფილა”, – თქვა ლუკაშენკომ.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნივთიერების კვალია აღმოჩენილი. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მომხდარი პოლიტიკოსის “გაჩუმების” მცდელობად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები