ხობში მიმდინარე ინფრატსრუქტურულ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ნოჯიხევში მოსაცდელის მშენებლობისა და საგვიჩიოს საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ვარაზ გაბედავა გაეცნო.
სველი წერტილების რეაბილიტაციაზე 32654 ლარი, ხოლო მოსაცდელის მშენებლობაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ 11 640 ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები