იური შვიტკინი – “ნოვიჩოკი” საქართველოსა და აშშ-ში მზადდება

რუსეთის დუმის თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის თქმით, რუსეთი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიურ ნივთიერებებს არ ამზადებს, ლაბორატორიები კი, სადაც მსგავსი რამ მზადდება, არის საქართველოსა და აშშ-ში.

“ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ქიმიურ ნივთიერებებს არ ვამზადებთ. რამდენადაც არსებობს ინფორმაცია, ასეთი იარაღი, ასეთი მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის მხრიდან, ლაბორატორიაში, ასევე, შეერთებულ შტატებში”, – განმარტა რუსმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, გერმანელი ექსპერტების დასკვნა, რომ რუსი ოპოზიციონერი – ალექსეი ნავალნი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნივთიერებით არის მოწამლული, აბსურდია და არავითარ არგუმენტაციას არ შეიცავს.

გუშინ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამის კვალია ნაპოვნი.

“შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის დავალებით, ბუნდესვერის ლაბორატორიამ ალექსეი ნავალნის ანალიზების ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაატარა. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ცალსახა მტკიცებულება იმისა, რომ გამოყენებული იყო ნერვულ-პარალიტიკური საბრძოლო ნივთიერება “ნოვიჩოკის” ჯგუფიდან”, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

გერმანელი სპეციალისტების დასკვნას მსოფლიოს ლიდერები გამოეხმაურნენ და რუსეთს სრულფასოვანი გამოძიებისკენ მოუწოდეს. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ კრემლის წინააღმდეგ სანქციებიც დაწესდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები