ლაშა გოგიაშვილი – სპორტსმენებს: როცა დავამარცხებთ კორონავირუსს, კვლავ წარმატებით იასპარეზებთ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა გოგიაშვილი სპორტულ სკოლასთან არსებულ რაგბის სექციის აღსაზრდელებს შეხვდა და სპორტის ამ სახეობაში არსებულ გამოწვევებსა და მომავლის გეგმებზე ესაუბრა. ასევე, მათ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის პირობა მისცა.

„კარგია, რომ სპორტი გიყვართ, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია. როცა დავამარცხებთ კორონავირუსს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, თქვენ კვლავ წარმატებით იასპარეზებთ და გაგვახარებთ გამარჯვებებით”, – მიმართა ლაშა გოგიაშვილმა პატარა სპორტსმენებს.

თერჯოლის სპორტულ სკოლასთან არსებული რაგბის სექციის აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით გამართულ ასპარეზობებში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის რეგულაციების გამო საწვრთნელი პროცესები დროებით შეჩერებულია, პატარა რაგბის მოყვარულები, მიღწეული წარმატებებიდან და ასაკიდან გამომდინარე, მზად არიან B ჯგუფში ასპარეზობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები