ვაშინგტონში 18 წლის აფროამერიკელი მოკლეს
ვაშინგტონში, სროლის შედეგად, 18 წლის აფროამერიკელი მამაკაცი დაიღუპა.
სამართალდამცველების განცხადებით, სროლა ანაკოსტიას სამხედრო ბაზასთან ახლოს მოხდა.
პოლიციამ ტერიტორიაზე შეიარაღებული პირის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ადგილზე მობილიზებულ ოფიცრებს საეჭვო ავტომობილი დახვდათ, საიდანაც ორი მამაკაცი გადმოვიდა და გაქცევას შეეცადა.
პოლიციის განმარტებით, ეჭვმიტანილებს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ, რის გამოც სამართალდამცველებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ერთერთი მათგანი, დიონ ქეი დაიჭრა, ის საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. მეორე ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.