ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობაში საგანგებოდ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მძღოლი, რომელსაც დღეს “კოვიდ19” დაუდასტურდა, ბათუმი-ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავ ავტობუსზე მუშაობს.

აჭარის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული მარშრუტით ბოლო პერიოდში გადაადგილდებოდა, ჩაიტარონ პისიარ ტესტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები