ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვში, სასტუმრო ,,ოაზისში” მყოფ ერთერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც
“რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ ინფიცირებული ქალი ქუთაისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სასტუმრო “ოაზისის” მენეჯერის, გვანცა ხაინდრავას თქმით, ვიზიტორების შემოწმებისას აღნიშნულ ქალს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კორონავირუსზე ჩატარებულმა პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა პისიარ ტესტის განმეორების შედეგად პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ინფიცირებულის კონტაქტები მოძიებულია. სასტუმროში მყოფ ყველა პირს ვირუსზე ტესტი ჩაუტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები