ახალსოფლისა და საგვიჩიოს ბაღების რეაბილიტაციაზე 37 438 ლარი დაიხარჯება

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლისა და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ბაღების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე 37 438 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ინდივიდური მეწარმე, “რამინ შენგელია” აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვარაზ გაბედავამ დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები