ესპანეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან – 3 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია

ესპანეთის დასავლეთით, ანდალუსიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ვერ აქრობენ.

ანდალუსიის ტყის ხანძრების სამმართველოს ხელმძღვანლის, ხუან სანჩესის თქმით, ცეცხლის გავრცელების ფართობი 10 ათას ჰექტარს შეადგენს.

მისივე თქმით, მაშველები ამ ეტაპზე ვერ ამბობენ, თუ როდის მოხერხდება ცეცხლის ჩაქრობა.

ადგილზე 16 სახანძრო ვერტმფრენი, 8 თვითმფრინავი და 500-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

RTVE-ის ინფორმაციით, ევაკუირებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები