“ოაზისი” არ ჩაკეტილა” – სასტუმროს მენეჯერი ინფორმაციას უარყოფს

გავრცელებული ინფორმაცია ჩაქვში სასტუმრო “ოაზისის” დაკეტვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სასტუმრო “ოაზისის” მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ განუცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, სასტუმროს ვიზიტორებს შემოწმება უტარდებოდა, რა დროსაც ერთერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. ვიზიტორს ჩაუტარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური კვლევა, ანალიზის პასუხი კი უარყოფითია.

,,არ დაკეტილა სასტუმრო, არანაირი საფრთხე არ არსებობს. არ ვიცი, საიდან მოიტანეს ცრუ ინფორმაცია და რატომ ავრცელებენ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ტემპერატურას ვუზომავდით სტუმრებს, რადგან ერთ მათგანს აღმოაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით, გადაიყვანეს და ჩაუტარეს პისიარ ტესტი, პირველი პასუხი უარყოფითია, ველოდებით განმეორებითი ანალიზის პასუხს. ვიზიტორები ჩვეულებრივად აგრძელებენ ჩვენს სასტუმროში დასვენებას”, – განაცხადა სასტუმრო “ოაზისის” მენეჯერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები