ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილი უგულავას შეახსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ მას „დედა აგინა”, თუმცა უგულავას არაფრის შეხსენება არ დასჭირდება, ისედაც მასთან იქნება

“აბა, გაბედოს ვინმემ ოპოზიციაში და არ დაემორჩილოს სააკაშვილის ბრძანებას. იგი ყველას ყველაფერს გაუხსენებს: უგულავას შეახსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ მას „დედა აგინა“. თუმცა, არა! უგულავას არაფრის შეხსენება არ დასჭირდება”, – ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი ,,პრაიმტაიმთან ვრცელ ინტერვიუში საუბრობს”, – ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი ,,პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

ნაცვლიშვილის თქმით, უგულავა ისედაც მასთან იქნება, “ისევე როგორც გულისამრევი ოქრუაშვილი, ჭკნობამორეული მეძავი ლეიბორისტი და მიტოვებული ქალებისთვის დამახასიათებელი შურისძიების დაუძლეველი ვნებით აღსავსე, ბოღმით თვალ და გონებადაბინდული უმრწმესი ბერძენიშვილი და უქარქაშო გუბოზ სანიკიძე”.

მისი თქმით, სააკაშვილი ბოკერიას გაუხსენებს, რომ ივანიშვილის სცენარით დაუშალა პარტია; ხაზარაძეს შეახსენებს, რომ მევახშეა; გირჩს და ვაშაძეს წამოაძახებს, რომ ბურჭულაძის პოლიტიკურად განადგურების სპეცოპერაციაში მონაწილეობა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღეს; მაჭუტაძეს შეახსენებს, რომ მაჭუტაძეა; ზოგს წამოაძახებს, რომ შევარდნაძის დროინდელია, ზოგს კი ზვიადისტს დაუძახებს.

როგორც ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არ იქნება მთავარი, არ იქნება რევოლუცია იმისდა მიუხედავად, დაემორჩილება თუ არა მიშას დანარჩენი ოპოზიცია.

,,მრავალი მიზეზის გამო არ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ არ არის დაცული ყველა დროის ყველაზე წარმატებული რევოლუციონერის მიერ ჩამოყალიბებული ქრესტომატიული წინაპირობა იმის თაობაზე, რომ რევოლუციური სიტუაციისთვის აუცილებელია, ხალხს აღარ სურდეს ძველებურად ცხოვრება, ხოლო ხელისუფლება აღარ შეეძლოს ძველებურად მართვა. ჩვენთან ყველაფერი პირიქით არის – ხალხის უმრავლესობა ხელისუფლებათან დგას და ხელისუფლებაც მყარია.

მაგრამ არის კიდევ ერთი, რევოლუციისთვის არცთუ უმნიშვნელო წინაპირობა – რევოლუცია დისტანციურად არ კეთდება. რევოლუციის მიზანი – ძალაუფლებაა. ძალაუფლება კი სასურველ, მაგრამ ჭირვეულ ქალს ჰგავს, რომელსაც პირადად, უშუალოდ, ფიზიკურად უნდა დაეუფლო. უნდა მიხვიდე და აიღო. ვერავინ ჩაგანაცვლებს. ძალაუფლების აღების ნახევრად მისტიკური აქტი დუბლიორს და კასკადიორს არ ითვალისწინებს. ვერც მელიასა და კირკიტაძის გატორპედოვება, ვერც ბასიშვილის ზონდერბრიგადები საქმეს ვერ უშველის, თუ რევოლუციური ვულკანის კრატერში არ ჩავიდა ბელადი. ბელადი კი მარტო კლიპებში „ბრუნდება“ და ისევ სხვისი ხელით უნდა ნარის გლეჯა. ამიტომაც არ გამოვა. არადა, ძალიან უნდა – ესიზმრება, ოცნებობს, შეჰხარის, ერთი სული აქვს, დაიპყროს, მაგრამ რადგან ეშინია ამ ფარჩაკს, ამიტომ მხოლოდ წარმოსახვაში ეუფლება და… მასტურბირებს. დიახ, სააკაშვილის ყველა ძველი, ყველა არშემდგარი და ყველა მომდევნო, წარუმატებელი მცდელობა, არის მასტურბაცია ძალაუფლებაზე. მისი ახლანდელი ფაცი-ფუციც – პოლიტიკური მასტურბაციის ნაირსახეობაა და სხვა არაფერი. რამეს ურჩევდა კაცი ონანის ცოდვის მძევლად მყოფ დანარჩენ ოპოზიციას, მაგრამ არ ღირს, – მანდვე დარჩეთ, ჯობს. P.S. ისე, მიშა, hamodi, იქნებ, გამოვიდეს?!”, – ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები