“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერს, მას შემდეგ, რაც ის გახდა მთავრობის მეთაური, მეც და თითოეული იუსტიციელიც მის მხარდაჭერას ვგრძნობთ”
“მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მე აქ ვარ ნამდვილად გულწრფელი და ეს არ არის პროტოკოლური მადლობა, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ის გახდა მთავრობის მეთაური, მეც და თითოეული იუსტიციელიც მის მხარდაჭერას ვგრძნობთ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საჯარო რეესტრის ახალი სათაო ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მეთაურის მხრიდან სამინისტროსადმი მხარდაჭერა სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებში გამოიხატებოდა.
„მხარდაჭერა რაში უნდა გამოიხატებოდეს სამინისტროსადმი – ეს არის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ შემდეგ გვიადვილებს ხოლმე იმ დიდ შრომას, რომელსაც ვეწევით და ამიტომ, დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.