დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოებს ადგილზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

“საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ტერიტორია დაყოფილია ფრაგმენტებად. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, მოედნის გარშემო მონოლითური კაუჩუკის დაგება, რომელზეც დაიხაზება სარბენი ბილიკი და კალათბურთის მოედანი. სკოლის შენობიდან გამოსული ბავშვების ნაკადი მოედანთან მოხვდება კიბის საშუალებით. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის მოეწყო პანდუსი.

მოედანზე მოეწყო კომბინირებული ხელოვნური საფარი. გათვალისწინებულია ტერასების მოწყობა. რელიეფიდან გამომდინარე, მოეწყობა საყრდენი კედლები. გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი მოედნისა და ამფითეატრის მოწყობა. გასართობ მოედანზე მოეწყობა სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი.

ტერიტორიის შესასვლელიდან სკოლის ცენტრალურ შესასვლელამდე, ასევე, გარე სანიტარულ კვანძამდე მოწყობილია ბეტონის გზა და ბილიკი. გათვალისწინებულია ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ნარგავებისა და გამწვანების მოწყობა. აღნიშნული სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ორივე ეტაპისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია – 526 754 ლარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები