თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული „კვირას“ დედაქალაქის მერიაში დაუდასტურეს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„მან შეასრულა ის სამუშაო, რაც დავალებული ჰქონდა, რაც გულისმობდა სხვადასხვა კვლევის მომზადებასა და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას. სტრატეგია შემუშავებულია, თუმცა ამ ეტაპზე პანდემიის პირობებში მისი განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება ღამის ეკონომიკის განვითარებას, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა შეითავსა მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა, რომელიც აქტიურად აწარმოებს კომუნიკაციას კლუბებსა და ღამის ეკონომიკის სხვა სფეროს წარმომადგენლებთან“, -აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.
შეგახსენებთ, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანლად სერგი გვარჯალაძე 2018 წელს დაინიშნა.