გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა ქართველ გლეხს, ვიდრე ის ფეხზე მყარად არ დადგება და არ გახდება ძლიერი ფერმერი, არ მიატოვებს

“შეუძლებელია, სახელმწიფო წარმატებით ებრძოლოს პანდემიას და, პარალელურად, არ ზრუნავდეს ეკონომიკაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ცოტნე ანანიძე წარადგინა.

მისი თქმით, თუ ქვეყანამ პანდემია ეფექტურად ვერ დაამარცხა, მაშინ ეკონომიკას ვერ მოუვლის.

“ქობულეთი, გარდა ტურისტული ქალაქისა, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც საკმაოდ კარგად ვითარდება. საქართველოს მთავრობა ქართველ გლეხს, ვიდრე ის ფეხზე მყარად არ დადგება და არ გახდება ძლიერი ფერმერი, არ მიატოვებს. ეს არის აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, როგორი სპეკულირებაც  უნდა იყოს ზოგიერთი „ვაი ოპონენტის” მხრიდან. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, მარტივი მიზანი გვაქვს, ამ ქვეყანაში არცერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. მადლობას ვუხდი თორნიკე რიჟვაძეს იმისთვის, რაც მან წელს გააკეთა და 1500 ჰექტარი ხელუხლებელი მიწა აჭარაში დამუშავდა. წელსაც, გასული წლის მსგავსად დავუდგებით ციტრუსის ნაწილში გვერდით ჩვენს გლეხს, როგორც არასტანდარტული, ისე სტანდარტული მოსავლის ნაწილში და მივეხმარებით ექსპორტზე მის გატანაში. შარშან გავიტანეთ 30 ათასი ტონა, წელს გვექნება კიდევ უფრო უკეთესი მოსავალი. ამ რეგიონში ცოტა თხილიც გვაქვს და გახსოვთ ფაროსანასთან ბრძოლის ნაწილიც. ესეც ადამიანზე ზრუნვის ერთერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, კახეთში, თხილი ცოტაუფრო ბევრი მოდის, მაგრამ წელს აჭარაში დაახლოებით 5 ათას ტონა თხილს ველოდებით. ძალიან კარგი, საუკეთესო ფასი იქნება და აქაც გლეხს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები