საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აგზავნის საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებისთვის ძალიან ძლიერ მისიას როგორც გრძელვადიანი, ისე – მოკლევადიანი მონიტორინგისთვის.
მისივე თქმით, არჩევნებზე დაკვირვებისთვის ხმის მიცემის დღეს აშშ-ის საელჩო წარმომადგენლებს გაგზავნის.
„დამატებით, როგორც ყოველთვის, საელჩოს წარმომადგენლებს გავაგზავნით არჩევნებზე დაკვირვებისთვის ხმის მიცემის დღეს. ასევე, იქნებიან საქართველოში მყოფი ადგილობრივი, პროფესიონალი და გამოცდილი დამკვირვებლები „აირაი“ და „ენდიაი“ ჩართული იქნებიან მონიტორინგში. მათ დაკვირვებისა და საქართველოში არჩევნებში ჩართულობის დიდი გამოცდილება აქვთ და ისინი ახლაც არ გამოტოვებენ ამ შესაძლებლობას, დააკვირდნენ არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ისინი უკვე მუშაობენ მათი მონიტორინგის ჯგუფების შემადგენლობის ფორმირებაზე. ჩვენ ველოდებით მეტ რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, თუ რა ზომების დაცვა იქნება აუცილებელი, რათა ყველა მონიტორინგის მისიამ და ამომრჩევლებმაც შეძლონ საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოდ მისვლა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.