ფონიჭალაში ცენტრალური გაზსადენი დაზიანდა, 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
“ავტომანქანის შეჯახების გამო ფონიჭალაში ცენტრალური გაზსადენი დაზიანდა. აღნიშნული შემთხვევის გამო 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება შეუწყდა: რუსთავის გზ. 3, 6, 8, 10, 12, 12 „ა-ბ”, 12 „ვგ”, 16, 19, 28, 30, 32, 38, 40, 42, 44, 257, 259, 261, 263, 265, 269, 271, გიგანტის დასახლებისა და სადგურის ქ. 57-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე სოფ. ფონიჭალის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, კერძოდ: რაფავას, გაგრის, ილორის, ბაგრატის, ანჩაბაძის, ოჩამჩირის, ბედიისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა თელეთში მდებარე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზემო ფონიჭალაში – შპს „იბერია დისთილერი”, შპს „საბუდარა”, შპს „როუდ ბილდინგ გროუფ”, შპს „მეგობრობა”, შპს „ვასაძის პური”, შპს ,„ფორტ-როუზ ჯორჯიან”, შპს „ფარსა”, შპს „4 მ+”, ი/მ თამაზ წიქარიშვილი, შპს „ვილ-ბინ-დან საქართველო”, რუსთავის გზატკეცილზე – შპს „კლინტექ”, შპს „ემ მასტერ”, შპს „ჯი-ემ-პი საქვაბე”, შპს „ავზი-94”, წისქვილკომბინატი – შპს „GLASS WORK”, შპს „მულტი”, შპს „ელთა”, შპს „არჯევანი”, შპს „დრ. როდგერ კონტრაქტ ქლინინინგი”, შპს ,„ფი-ემ-ჯი”, კ/პ მამალაძე, შპს „თეთრი დათვი”, შპს „ნუტრიმაქსი”, მარნეულის ქუჩაზე – შპს „ემბავუდ ჯორჯია”, შპს „კალინა ჯორჯია”, შპს „არქიტრავი”, ასევე შპს „ბიზნეს-აკადემია”, შპს „მშენებელი 29”, თბილისის 29”, შპს „საქართველოს მელიორაცია”, ი/მ კიკნაძე, შპს „ექსპერიმენტი”, თბილისის საჯარო სკოლა #127, #153, #218-ს, საბავშვო ბაგა-ბაღი #209 და მიმდებარედ არსებული მცირე, მსხვილი და კომუნალური ობიექტები.
„თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე სრულად მობილიზებულები არიან. მიმდინარეობს ოპერატიული სარემონტო სამუშაოები მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების დროულად აღსადგენად.
სამუშაოები დღეს 15:00 საათისთვის დასრულდება. გაზის მიწოდების აღდგენა სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.