კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ჰამოვიდეს, რა ვქნა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მორიგი ბლეფია.

„ჰამოვიდეს, რა ვქნა. არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი ბლეფი, თუმცა ჩამოვიდეს. არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში,“-განაცხადა კახა კალაძემ.

​ცნობისათვის, სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც აცხადებს – “ვბრუნდები, ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები