ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის დროს, 13 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს I განყოფილებაში დაიბარეს.

“მოსახლეობასთან საუბრის დროს, მოვარდა ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი გინებითა და ლანძღვით. დაემუქრნენ მეზობლებს, რომ ჩვენთან არ ესაუბრათ. არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, ეს სუფთა საარჩევნო თავდასხმა იყო, რათა ოპოზიციონერ კანდიდატს არ დალაპარაკებოდნენ. მომხდარ ინცინდენტს ვუკავშირებ “ქართულ ოცნებას”. გუშინ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ არავინ არ გამოგვხმაურებია ამ თემაზე და მაშინვე დაგვირეკეს პოლიციიდან. ეს იყო წერეთლის 105 კორპუსთან. მაქვს ვიდეო, რომელიც ადგილზე გადავიღე, თუმცა ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები