საქართველოში საწვავის ფასი 35-40 თეთრით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ივლისის თვიდან საწვავის ფასმა ზრდა დაიწყო და გაზრდილია არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საშუალოდ 35-40 თეთრით/ლიტრზე, ხოლო ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე – 20 თეთრით/ლიტრზე.

დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 1,99-2,07 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,06-2,17 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი – 2,09-2,19 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი – 2,02-2,12 ლარი/ლიტრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები