“კორონავირუსის ახალი შემთხვებიდან, ერთი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ორი კი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია”

კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ორი კი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს კორონავირუსისგან არცერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულა.

„გუშინდელი მონაცემებით, ქევყანაში გახლდათ 1 429 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ შვიდი და აღნიშნული მაჩვენებელი არის 1436. ამ შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ოთხი შემთხვევა შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობოლის მძღოლია.

გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებია, იყო 1 150 და იგივე მონაცემები რჩება. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უცვლელია, 80 პროცენტი გახლავთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები