გიორგი შაქარაშვილი გაკვირვებული იყო, რომ ასეთი რამ ხდება 21-ე საუკუნეში – იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო ღამის დიალოგს იხსენებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია”  შაქარაშვილთან საბედისწერო ღამის დიალოგი გაიხსენა.

მისი თქმით,  გიორგი შაქარაშვილი გაკვირვებული იყო, რომ ასეთი რამ ხდება 21-ე საუკუნეში.

“დაბადებისდღეზე, რომ ვნახე ძალიან კომუნიკაბელური ბიჭი იყო და ხალისიანი და მოკლედ კარგი ადამიანი იყო. მერე ჩხუბი, რომ მოხდა გარეთ იყო გასული და აშველებდა. მე შიგნით ვიყავი და რომ შემოვიდა ვკითხე რა ხდება თქო და ჩხუბი არისო და რავი ესეთი რაღაც პირველად ვნახეო ამდენი წლის განმავლობაშიო. გაკვირვებული იყო, რომ ესეთი რაღაც ხდება 21- ე საუკუნეში და საქარველოში და არ შიძლება”, – განაცხადა  იაკობ ბრეგვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები