ამირან გამყრელიძე: მთლიანად ქვეყანაში იანვრის ბოლოდან მოყოლებული ჩატარებულია 350 ათასი „პისიარ“ ტესტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში იანვრის ბოლოდან მოყოლებული ჯამში ჩატარებულია 350 ათასი „პისიარ“ ტესტი.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში გაფართოებულია ყოველდღიური „პისიარ“ ტესტირების რიცხვი.
„ქვეყანაში გაფართოებულია ყოველდღიური „პისიარ“ ტესტირების რიცხვი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ ყოველდღიურად გვაქვს 4 830 „პისიარ“ ტესტირება. იყო დღეები, როდესაც იყო ხუთიდან ექვსი ათასამდე. მთლიანად ქვეყანაში იანვრის ბოლოდან მოყოლებული ჩატარებულია 350 ათასი „პისიარ“ ტესტი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამავდროულად მიმდინარეობს სწრაფი, ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლებიც ძირითადად გამოიყენება საზღვრებზე შემოსულ მძღოლთა სწრაფი კონტროლისთვის.
მისივე თქმით, ხვალ და ზეგ ძირითადად უმთავრდებათ საკარანტინო ვადა იმ პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში ან კარანტინში.
„გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს რამდენიმე წერტილში, განსაკუთრებით ეს ხდება მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ხვალ და ზეგ ძირითადად უმთავრდებათ საკარანტინო ვადა იმ პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში ან კარანტინში. მათ უმრავლესობას, 80-85 პროცენტს უკვე ჩატარებული აქვს განმეორებითი ტესტირება და ყველა უარყოფითი იყო და დატოვეს საკარანტინო სივრცეები. დარჩენილ 15-20 პროცენტს ხვალ და ზეგ ჩაუტარდება ტესტირება და დიდი იმედი გვაქვს, რომ იქაც უარყოფითი იქნება.
პარალელურად, ლენჯერის მოსახლეობის დაახლოებით 60 % ხელმეორედ გაიტესტა. ჩვენ გვქონდა იქ შვიდი ადგილობრივი და ლენჯერთან დაკავშირებული ოთხი შემთხვევა განმეორებითი ტესტირებისას და ამ ადამიანებზე მიმდინარეობს სამედიცინო მეთვალყურეობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.