სერგეი შოიგუ: აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორია კავკასიაში
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორია კავკასიაში. ეს განცხადება რუსმა მაღალჩინოსანმა რუსული სამხედრო ტექნიკის ფორუმზე „Армия-2020″ გააკეთა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრს ვლადიმერ ანუას შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აფხაზ „კოლეგას“ პირობა მისცა, რომ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს აფხაზეთის სუვერენიტეტის მხარდაჭერას და მისი სამხედრო შესაძლებლობების ამაღლებას.
„ჩვენი ურიერთობები გასაგები და საყოველთაოდ ცნობილია. ჩვენ პარტნიორები, მეზობლები და მეგობრები ვართ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, – აღნიშნა შოიგუმ.