ანა დოლიძე: მხარს ვუჭერ ოპოზიციური პარტიების მიერ გაფორმებულ მემორანდუმს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანა დოლიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა 30-მდე ოპოზიციური პარტიის მიერ გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არჩევნებში დაიცავენ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს.

„მხარს ვუჭერ მემორანდუმის სულისკვეთებას და იმ კამპანიას, რომელსაც გამართავს ოპოზიცია არჩევნების დროს ხმების დაცვასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ლეიბორისტების მაგიდის შემადგენლობის გარკვეულ წევრებთან მაქვს პოლიტიკური შეუთავსებლობა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის მისაღებია, მაგალითად, პუტინის მოკავშირე პარტიასთან ერთად ხმების დაცვის ფიცის დადება. თუმცა, ოპოზიციის მცდელობა, რომ პირველი – დატოვოს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მარტო, არის გამართლებული. მეორე – ოპოზიციის ნაბიჯი, რომ დაიცვას ხმები იმ გაყალბების მცდელობებისგან, რომელიც ექნება „ქართულ ოცნებას“, სრულად ვუერთდები და ვიზიარებ. მით უფრო, რომ ამის მომსწრე მე თავად გავხდი დიდუბეში, როდესაც ძველი ბიჭების მიერ შექმნილი ჯგუფები დამიპირისპირდნენ და კამპანიის ჩატარების საშუალება არ მომცეს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები