საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1411 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამავე მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 1132-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6848 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები