მესტიის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტში – ადიშის, მულახის და ლენჯერის თემში პრობლემა შექმნა.  სტიქიამ გარესამყაროს მოწყვიტა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში, სადაც მდინარემ ადიდების შედეგად 400 მეტრიანი სამანქანე გზა წაიღო. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიშის დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები 2 საათში დაიწყება.

სტიქიის შედეგად, გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც, სადაც ამ დროისთვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სტიქიის ზონაში იმყოფება მესტიის მუნიციპალიტეტის მერი – კაპიტონ ჟორჟოლიანი. მესტიისკენ ამ წუთებში მიემგზავრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – მალხაზ თორია და მოადგილე – ნინო ვიბლიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები