TURKISH AIRLINES-ი 29 აგვისტოდან საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება

თურქეთის ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 29 აგვისტოდან საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება.
საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, Turkish Airlines-ი ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას 29 აგვისტოდან შეუდგება და ფრენებს კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს განახორციელებს.
არსებული განრიგით Turkish Airlines-ი რეისებს 26 სექტემბრამდე განახორციელებს და ყველა რეისი იქნება გამყვანი. ანუ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება. Turkish Airlines-ი თბილისიდან რეისს აეროპორტ “სტამბოლის” მიმართულებით განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები