საქართველოში დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები 30-50%-ით შემცირდა

აგვისტოში დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები 30-50%-ით შემცირდა. “თიბისი კაპიტალის” კვლევის მიხედვით, COVID-19-ის შემდგომ პერიოდში გაკეთებული აგვისტოს ჯავშნების მიხედვით, მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 6%-ია, ზღვისპირეთში 15%, კახეთში 32% და სხვა დანარჩენ რეგიონებში 22% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით).

კვლევის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა. აგვისტოში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 პპ), კახეთის (+4 პპ) და სხვა რეგიონის (+1 პპ) სასტუმროებისთვის, ხოლო შემცირებულია თბილისის (-3 პპ)სასტუმროებისთვის ძირითადად პრე-ჩOVID ჯავშნების გაუქმების გამო.

ამასთან, გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირებულია კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (54% და 41%, შესაბამისად), ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის უცვლელი დარჩა (24%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები