ნათია თურნავა: სიძულვილის ენის გამოყენება მიუღებელია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდშიც და ზოგადადაც, სიძულვილის ენის გამოყენება მიუღებელია.
მისივე თქმით, სიძულვილის ენის გამოყენება დაბალ კულტურაზე მიანიშნებს.
„სიძულვილის ენის გამოყენება არის მიუღებელი, წინასაარჩევნო პერიოდში, თუ ზოგადად. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო პერიოდში ამის მომსწრეები ვართ. ჩვენ მთავრობის წევრები, ვისაც თმენის უფრო მეტი ვალდებულება გვაქვს, ვართ თავდასხმის ობიექტები, მიუღებელი ენით გამოხატული აზრების. პირველ რიგში, ეს მიანიშნებს დაბალ კულტურაზე, ასევე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ოპონენტებს არ აქვთ საგნობრივი, სერიოზული კონტრარგუმენტები. ვისაც არ აქვს რეალური არგუმენტი, ის გადადის ლანძღვაზე“,- განაცხადა თურნავამ.