ეკატერინე ტიკარაძე: თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმებისა და ჯარიმის შემდეგ საჭირო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, შრომის ინსპექციას უფლება ექნება დახუროს

“შრომის ინსპექციამ შეიძინა დამატებით ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება რომ მოახდინოს ობიექტის დახურვა”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღესდღეობით, 100-ზე მეტი ობიექტია დაჯარიმებული.

„შრომის ინსპექცია არ აჯარიმებს ადამიანებს, შრომის ინსპექცია მუშაობს მხოლოდ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე, ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლები. დღესდღეობით აქტიური მონიტორინგი გვაქვს და უკვე 100-ზე მეტი ობიექტია დაჯარიმებული, გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში ისინი განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, რიგ შემთხვევებში იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები და დღეისათვის შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს იმ საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება რომ მოახდინოს ობიექტის დახურვა“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები