გიორგი კახიანი: ოპოზიციის მიერ აქცენტების გადატანა რაღაც დეკლარაციებზე, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია
„ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია საუბრობდეს თუ როგორ აპირებს საზოგადოებაში არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტას და წინასაარჩევნო პროგრამებით ესაუბრებოდეს მოსახლეობას, ჩვენ ვხედავთ, რომ აქცენტების გადატანა ხდება რაღაც დეკლარაციებზე, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის არასერიოზული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ორი სახის დეკლარაციის გაფორმების შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ კვალიფიციურ გაერთიანებებზე იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ საზოგადოების მხარდაჭერით „ქართული ოცნება” უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში”, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.