მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: იესო ქრისტემ გაფანტა წყვდიადი და დაანახა ადამიანებს სინათლე, აი ამ სინათლის დღესასწაულია დღეს

“იესო ქრისტემ გაფანტა წყვდიადი და დაანახა ადამიანებს სინათლე, აი ამ სინათლის დღესასწაულია დღეს”,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზმა მრევლს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.

“იესო ქრისტემ გაფანტა წყვდიადი და დაანახა ადამიანებს სინათლე, აი ამ სინათლის დღესასწაულია დღეს. გარდა იმისა, რომ მოციქულებმა დაინახეს სინათლე, მათ კიდევ დაინახეს ორი ადამიანი იესოს გვერდით – ეს არის ორი უდიდესი წმინდანი – მოსე და ილია. უფლის მარადიული მყოფობა ეს არის ილიას მყოფობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას წითელ ხაზად გასდევს”,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები