სალომე ზურაბიშვილი: ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს

“ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, გვჯერა, რომ ბელარუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს პატივს სცემს.

“საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. რის შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები