წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე “წითელი ხიდი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ს.ი.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანისა და ხელბარგის, დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 19 391,16 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები