ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა

აჭრაში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი ე.წ. “ქობულეთის კლასტერიდანაა”, რომელიც კაფე “ჰავანასთან” არის დაკავშირებული, ერთი კი საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილი. ეს უკანასკნელი საქართველოში საბერძნეთიდან დაბრუნდა. სამივე მათგანი გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში კი 12 მოქალაქე იმყოფება. ჯამში კაფე “ჰავანას” ე.წ. კლასტერიდან კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აღნიშნულ დაწესებულებაში მკურნალობას 26 ინფიცირებული პაციენტი გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები