მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი 81-ია.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 232 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. აქედან 6 კრიტიკული პაციენტია, 22-ის მდგომარეობა კი მძიმეა. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 81-ია.

5 ახალი შემთხვევიდან ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია, 2-ზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.

ჩვენს ცენტრში 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. 2 მძიმე პაციენტი გვყავს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები