ჯიმ რიში: აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას
ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. პოსტში მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და აღნიშნა, რომ აშშ ამას არასოდეს შეეგუება.
„12 წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევ ოკუპირებულია. აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას განაგრძობს და არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას“, – წერს რიში.