ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

“ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ”,- ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, 15 აგვისტოს ურეკში, ორ ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.

“გუშინ ურეკში, 2 ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ერთის გამოყვანა მაშველებმა მოახერხეს, მეორე წყალში გაუჩინარდა. საძიებო სამუშაოებში ჩართულია 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომლიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი”,- განაცხადეს უწყებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები