ზურაბ ქადაგიძე: იმაზე დიდი უტიფრობა რა უნდა იკადროს პოლიტიკოსმა, რომ საქართველოს ბრალეულობა პირდაპირ აღიაროს აგვისტოს ომში და ევროსაბჭოს რეზოლუციის მე-5 და მე-11 პუნქტები კომპრომისით ახსნას

“ნაც-მოძრაობის” წლების მოღვაწეობა ორ წუთში ჩაატია გუშინ დავით ბაქრაძემ”, –  ასე ეხმაურება „ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც  ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა – საქართველოს ღალატი

“იმაზე დიდი უტიფრობა რა უნდა იკადროს პოლიტიკოსმა, რომ საქართველოს ბრალეულობა პირდაპირ აღიაროს აგვისტოს ომში და ევროსაბჭოს რეზოლუციის მე-5 და მე-11 პუნქტები კომპრომისით ახსნას.
დიახ, ასე მართავდნენ ისინი (“ნაც-მოძრაობა”) ქვეყანას…
ადამიანის უფლებების უგულებელყოფას-რეფორმატორობით ხსნიდნენ.
ბიზნესის რეკეტს-ეკონომიკური კეთილდღეობით ამართლებდნენ.
ქვეყნის 20%_ის ოკუპაციას რუსეთის მიერ-საქართველოს გამარჯვებად გვასაღებდნენ”, – წერს ქადაგიძე.

მისივე შეფასებით,
პოლიტიკური ძალა, რომელიც არათუ ვერ აარიდებს ქვეყანას სამხედრო აგრესიას, არამედ უტიფრად აღიარებს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების ხელშეწყობას, მინიმუმ, პოლიტიკური სივრციდან საერთოდ უნდა მოიკვეთოს.

“პოლიტიკური ძალა, რომელიც არათუ ვერ აარიდებს ქვეყანას სამხედრო აგრესიას, არამედ უტიფრად აღიარებს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების ხელშეწყობას, მინიმუმ, პოლიტიკური სივრციდან საერთოდ უნდა მოიკვეთოს

კარგად წაიკითხეთ მე-5 და მე-11 პუნქტები, რაზეც ნაც-მოძრაობას ხელი აქვს მოწერილი:
5.თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და, როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.
11.ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახი ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე როგორც საკუთრების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება”, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები