დიდუბეში, ერთერთ საცხობში აფეთქება მოხდა – მსუბუქად დაშავდა 2 ადამიანი

თბილისში, დიდუბეში მდებარე ერთერთ საცხობში აფეთქება მოხდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები