თბილისში, ​9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ​9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე მდებარე ერთერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. 

​როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
​მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილას 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები