საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ათი ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 718 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 245.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები